ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

  • ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

ცენტრალურ პარკში „სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ ორგანიზებით პროექტი ,,სკოლამდელების მოგზაურობა ცირკის სამყაროში’’, სპორტული შეჯიბრები და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეთა მონაწილეობით „ფლეშმობი“ გაიმართა, ხოლო, ბავშვების მხიარულ განწყობაზე ზღაპრების კოსტიუმირებული გმირები ზრუნავდნენ.


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბაღების აღსაზრდელებს და სკოლების მოსწავლეებს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ მიულოცეს.


კულტურის სასახლის დიდ დარბაზში „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული ბავშვთა თეატრის სპექტაკლის – „აქ ჩემი სახლია“ პრემიერა შედგა. საბავშვო სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით მარინა ჯღარკავამ დადგა.

წყარო