- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბიაში, ჭიხუში (პირველი მაისი) და ჯაპიშაქარში გარე განათების, ხოლო სოფელ გაშფერდში – მოსაცდელის მშენებლობა მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 მილიონ 21 ათასი ლარის ღირებულების 53 პროექტი განხორციელდება.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.