- დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ასოციაცია „მერკურის“ მხარდაჭერით სექსუალური შევიწროების და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასოციაციის წარმომადგენლებმა, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის სერვისების შესახებ, ხოლო სპორტის სფეროში დასაქმებულებს, ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის სერვისების შესახებ გამართულ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ესწრებოდა.
ინფორმაციისთვის: მიმდინარე წლის 15 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტსა და ასოციაცია „მერკურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეების ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს: ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავებასა და განხორციელებას.