- ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი ერთეული, სპეციალიზებული ნაგავმზიდი ავტომანქანა და ერთი ერთეული ამწე კალათა შეიძინა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეძენილი ავტომობილების საერთო ღირებულება 521 677 ლარს შეადგენს.
უწყების ცნობით, ახალი ტექნიკა ადგილობრივ თვითმმართველობას შესაძლებლობას მისცემს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გაუმჯობესებული სერვისი შესთავაზოს.