- ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის მოადგილე დავით ბერაია მოლდოვაში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ და პრიზიორ ხობელ მკლავჭიდელებს და მათ მწვრთნელს შეხვდნენ და პირველობაზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ პირველობაზე ხობელმა მკლავჭიდელებმა სხვადასხვა სინჯის 7 მედალი (4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო) მოიპოვეს.
უწყების ცნობით, წარმატებულ მკლავჭიდელებს ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გადაეცემათ.