- ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტის შესაბამისად: დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები, რკინა-ბეტონის კიუვეტები, საგზაო ნიშნები და ხელოვნური ბარიერები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი იოსავა გაეცნენ.
ინფორმაციისთვის: ხობის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.