- ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჩხონში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 589 526 ლარი შეადგინა.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.