- ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში-აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში წყლის სისტემის მოწყობა დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული 25 ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს.
ინფორმაციისთვის: წყლის სისტემის პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ განახორციელეს.