- დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი უმწეოთა სასადილოს 150-მა ბენეფიციარმა მიიღო. ბენეფიციარებს, ასევე გადაეცათ „შავი ზღვის ტერმინალის“ (ყულევის) სასურსათო პაკეტები.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ მიულოცეს.
სოციალური აქტივობა „მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2022 წლის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.