საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვეა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 065 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 63 516 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 800, „პისიარ“ ტესტით – 29 716.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,47%, ბოლო 14 დღის – 9,24%, ბოლო შვიდი დღის – 9,62%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 990 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 925 137 გამოჯანმრთელდა, 14 425 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 603 603 აცრა, დღიურად აცრილია 5 631.

კარანტინის რეჟიმშია 53, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 369 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 077 პირი.

კომენტარის დატოვება