ღია ტურნირი კრივში საზეიმოდ გაიხსნა

  • სენაკის სპორტის სასახლეში, საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების – თამაზ (ვიტალი) ვახანიას და შოთა ჯავახიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი კრივში.


სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას ღებულობენ სენაკის, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერეს, ბათუმის, მესტიის, ზუგდიდის, ხობის, ფოთის 2009-2013 წლებში დაბადებულ მოკრივეთა გუნდები.

ღია ტურნირი კრივში, რომელიც ხელს უწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას, 29 მაისს დასრულდება.