- ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად – ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი მთავარი წყალშემკრები არხი.
“პროექტის განხორციელების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.
სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.