- ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისის წევრები ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და სტიქიით გამოწვეული ზარალᲘს მოცულობას ითვლიან.
ხობის მუნიციპაიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა დააზიანა სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ადმინისტრაციული შენობები, ელექტრო გადამცემი ხაზები, ბოძები და გაზსადენი მილები.
შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად ხდებოდა რეაგირება.
მუნიციპალიტეტის სრულ ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში იწმინდებოდა მოგლეჯილი ხეებისაგან ჩახერგილი გზები.
პრობლემურ ადგილებში მუშაობდნენ “ენერგო-პრო ჯორჯიას” და “სოკარის” ჯგუფები.