- ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდისა და დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, “ენერგო-პრო ჯორჯიას” ჯგუფები და მერიის შესაბამისი სამსახურები.
ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია პირველ მოადგილესთან, რევაზ ზაქარაიასთან ერთად ეცნობა.