- ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, მუნიციპალიტეტის 2022 წლის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონია და სპორტსმენთა ასპარეზობის ამსახველი ფოტოკოლაჟის ჩვენება გაიმართა.
ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების, საერთაშორისო პირველობების გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს პირად საბანკო ანგარიშზე თანხა ჩაერიცხებათ.
საზეიმო ღონისძიებაზე, ასევე დაჯილდოვდნენ საქართველოს პირველობებზე წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენები, რომელთაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საჩუქრები გადაეცათ.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და პირველობებზე წარმატებით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს. – ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს