- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, იმავე მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, ორივე ავტომანქანა კი, გაჩერებულ ტრაილერს.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაშავდა.