- ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 165 720 ლარს შეადგენს.
უწყების ცნობით, პროექტების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე გზები და მიწის ნაკვეთები არ ჩამოირეცხება.
საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 705000 ლარი გამოუყო.
ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია გაეცნენ.