ხობელმა მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ გურჯაანში გამართულ საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა.

41 კილოგრამ წონით კატეგორიაში მაცი ზარანდია პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ენვერ კილასონია კი მე-3 ადგილის.

პირველი ადგილი დაიკავა 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვახტანგ ლოლუამ.

გამარჯვებულ და პრიზიორ მოჭიდავეებს თასები, მედლები და სიგელები გადასცეს საჩუქრად.

კომენტარის დატოვება