ხობისა და ზუგდიდის სოფლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტში საჯიჯაო-ნარაზენის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი გზა ერთმანეთს ორი მუნიციპალიტეტის ზუგდიდისა და ხობის სოფლებს დააკავშირებს.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია. გზასთან ერთად ეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია პირველ მოადგილესთან და ხობის მერთან ერთად გაეცნო. არსებული გზა ამორტიზებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

კომენტარის დატოვება