- ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
რეაბილიტირებული სტადიონი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო ლითონის ღობე, განათების სისტემა და სკამები.
სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 104 500 ლარი შეადგინა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.