ხობის მუნიციპალიტეტის ოცდასამ სოფელში მოქალაქეების მიერ შერჩეულ ადგილებზე გარე განათების სისტემის მოწყობა დასრულდა

  • „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ოცდასამ სოფელში მოქალაქეების მიერ შერჩეულ ადგილებზე გარე განათების სისტემის მოწყობა დასრულდა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 300000 ლარი შეადგინა.

”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2021 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში 784 ათასი ლარის ღირებულების 50 პროექტი განხორციელდება. განსახორციელებელი პროექტები მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩიეს.

კომენტარის დატოვება