- თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სკოლა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბეატრისა რუსიამ გახსნეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს კეთილმოწყობილ გარემოში სწავლის განახლება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.
საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.