- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, საგაბისონიოსა და საპერტიოს უბნებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, სოფელ ბულიწყუში მდინარე მუნჩიასთან მოეწყო ნაპირდამცავი ქვაყრილი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 124 997 ლარი შეადგინა.
პროექტების ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.