- “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები ხორციელდება: ქვემო ქვალონში (ბულიში, გიმოზგონჯილი)
ახალსოფელში (გაღმა პირველი ხორგა).
ხეთაში (ლარჩვა, ნოჩხონი, წინაგოლა)
ახალი ხიბულაში (ახალი ხიბულა, გაშფერდი)
პატარა ფოთში
საჯიჯაოში (ზუბი)
გურიფულში (მეორე გურიფული)
ნოჯიხევში (ზენი)
ქარიატაში (გაღმა ქარიატა, გამოღმა ქარიატა)
შუა ხორგაში (გამოღმა შუა ხორგა)
ჭალადიდში (საბაჟო)
პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 228 000 ლარამდეა.
2022 წელს ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 53 პროექტი განხორციელდება.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ინფრასტრუქტურული პროექტები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩია.