- დასავლეთ საქართველოში გრძელდება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები. სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სამეგრელოს ჯგუფი ღონისძიებას უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ატარებს.
სოფლის პერიმეტრები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება. სპეციალისტები მუდმივ კოორდინაციაში არიან მეფუტკრე ფერმერებთან და, ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობა ღამის საათებში, უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში 480 ჰა ტერიტორია დამუშავდა. მანამდე კი, ამავე სოფელში სიმინდის მასივები ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლა.