- ხობის მუნიციპალიტეტში ახალსოფლისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 5.5 კმ-ზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხიდ-ბოგირები, კიუვეტები და ეზოში შესასვლელები.