- ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართა: ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ნარდში. ტურნირების გამარჯვებულ და პრიზიორ მონაწილეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
კვირეულის დასკვნით ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ევროპის სპორტის კვირეული“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს