ხობში კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა

  • პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით, კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „კოლხეთი“(ქორეოგრაფი – კობა გერგაია), შემოქმედებითი ჯგუფი თოჯინების სპექტაკლით – „სამი მეგობარი“ და ლაშა კვიკვინიას ბენდი „ოქროს ხმა“ წარსდგნენ.

ღონისძიებას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდა.

კომენტარის დატოვება