- ხობში ლემზარ გაბელიას პოეტური კრებულის “უნაპირობა ნაპირად“ პრეზენტაცია გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა, პოეტის მეგობრებმა და პედაგოგებმა კრებულიდან ლექსები წაიკითხეს და მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.
წიგნის პრეზენტაციას პოეტის შემოქმედებით დაინტერესებულ პირებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ.