- ქალაქ ხობში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ პარკში მოწყობილია საშობაო ბაზრობა, ფოტოს გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ბავშვების საზეიმო განწყობაზე ზრუნავენ ზღაპრების კოსტიუმირებული გმირები, ანიმატორები და ორკესტრი.
სადღესასწაულო საღამო გალა კონცერტით დასრულდება.
მსმენელის წინაშე გიორგი მახარაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ჯგუფი ,,შერეკილები” წარდგებიან.