ხობში სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის, ხამისკურის და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 134134 ლარს შეადგენს.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.