- ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში, ჩატარდა დასავლეთ საქართველოს პირველობა მკლავჭიდში.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში 14 მუნიციპალიტეტიდან 100 სპორტსმენი მონაწილეობდა.
გამარჯვებულები და საპრიზო ადგილის მფლობელები სიგელებით, მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.