- ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ღვინის ეროვნული სააგენტო ვენახების კადასტრის პროგრამას ახორციელებს.
- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული კადასტრის შექმნა უზრუნველყოფს:
- მევენახეობა – მეღვინეობის სექტორში არსებული ყველა ერთეულის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, რეგისტრაციას და შენახვას;
- ვენახების ადგილმდებარეობის, მათი ფართობის, ჯიშური შემადგენლობის და სხვა ატრიბუტების შესახებ ზუსტი ინფორმაციის შეკრებას;
- ყურძნის მოსავლისა და ღვინის პროდუქციის პროგნოზირებას;
- სტატისტიკური ანგარიშების შემუშავებას მევენახეობის რეესტრში შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე;
“ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფორმაციის შეკრება ხდება მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.