- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში სკვერის მოწყობა დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად მოეწყო ეზო, ბილიკები, საბავშვო მოედანი, განათების სისტემა. დამონტაჟდა სკამები, მაგიდები და ურნები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 50 484 ლარი შეადგინა.
ინფრასტრუქტურული პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
საგვიჩიოში გამართულ დასახლების კრებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელში სკვერის მოწყობის შესახებ ინიციატივას ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.