- ხობის მუნიციპალიტეტში ახალსოფელი – შუა ხორგის დამაკავშირებელი 5.5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 909 ათასი ლარია.
შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნუკრი ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.
პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.