- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ინფრსტრუქტურულ პროექტს მოქალაქეთა წინადადების საფუძველზე და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
პროექტის შესაბამისად დაიგება ხელოვნური საფარი, გულშემატკივართათვის მოეწყობა სკამები და დამონტაჟდება განათების სისტემა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 119 959 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ აწარმოებს.