გაღმა საჯიჯაოში ხიდის და პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ზანაძგაზე ხიდის, ხოლო პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ჭიხუში იგება ბეტონის საფარი, იწმინდება სანიაღვრე არხი და მოეწყობა ხიდ-ბოგირები. პროექტის ღირებულება 183 000 ლარს შეადგენს.

გაღმა საჯიჯაოში სრულად რეაბილიტირდება ხიდი და ხიდთან მისასვლელი გზა. პროექტის ღირებულება 65 554 ლარს შეადგენს.