გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა მარულაში

  • ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა მარულაში.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში პირველი ადგილი – მიხეილ ნინუამ (ახალსოფელი), მეორე ადგილი – გიორგი ძაგანიამ (გურიფული), მესამე ადგილი კი – თემურ კუპრაძემ (ახალსოფელი) დაიკავა.

გამარჯვებულ და პრიზიორ ცხენოსნებს თასები და სიგელები გადაეცათ, ხოლო პირად საბანკო ანგარიშზე ფულადი ჯილდო ჩაერიცხებათ.