დაიწყო რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი

  • ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის მინი სტადიონზე, დაიწყო 2008 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში მუნიციპალიტეტში არსებული წარმოება-დაწესებულებების გუნდები მონაწილეობენ.

ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ტარდება.

+9