- იაპონიის საელჩოში, იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ 2 პროექტს მოეწერა ხელი. ერთ-ერთი მათგანი ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, ხობში სოციალური დაცვის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება, რომელიც მოემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ასევე ექნება ბავშვების და მოზარდებისთვის სხვადასხვა განმავითარებელი აქტივობები. პროექტს განახორციელებს განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“, პროექტის ბიუჯეტი 70 200 აშშ დოლარია.
ხელმოწერის ცერემონიალს სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი ესწრებოდა, მან პროექტში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, ადგილობრივი მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების გაძლიერების პროგრამის (GGP) ფარგლებში, იაპონიამ დააფინანსა 215 საგრანტო პროექტი, რამაც შეადგინა 21,851,311 აშშ დოლარი (გარდა სხვა პროგრამებით დაფინანსებული პროექტებისა).