- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით, კლინიკა “სენამედში” გარდაიცვალა ხობის მცოხვრები 60 წლის ქალი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 861 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 469 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 944, „პისიარ“ ტესტით – 14 525.