კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 082 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 555 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 42 546, „პისიარ“ ტესტით – 14 009.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,15%, ბოლო 14 დღის – 8,64%, ბოლო 7 დღის – 9,12%.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარა – 202, იმერეთი – 1 151, ქვემო ქართლი – 353, შიდა ქართლი – 389, გურია – 140, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 412, კახეთი – 912, მცხეთა-მთიანეთი – 139, სამცხე-ჯავახეთი – 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 60.

კომენტარის დატოვება