კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 818 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 58 291 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 465, „პისიარ“ ტესტით – 21 826.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,33%, ბოლო 14 დღის – 9,13%, ბოლო შვიდი დღის – 9,46%.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 546 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 091 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 237 შემთხვევა, აჭარა – 229, იმერეთი – 1 148, ქვემო ქართლი – 417, შიდა ქართლი – 508, გურია – 183, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 401, კახეთი – 553, მცხეთა-მთიანეთი – 124, სამცხე-ჯავახეთი – 163, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 61.

კომენტარის დატოვება