- ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში მდინარე მუნჩიასთან ნაპირსამაგრის მოწყობა დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა.
ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 124 997 ლარს შეადგენს
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ აწარმოებდა.