- კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტების მერიის და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისთვის, მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი უძღვებოდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მედიაწიგნიერების როლი და მნიშვნელობა, ასევე, ინფორმირების, დარწმუნების, ფაქტის, მოსაზრებისა თუ ყალბი ინფორმაციის ტიპების გამიჯვნის მეთოდები, დეზინფორმაციის დადგენის ხერხები, ტროლებისა და ბოტების გარჩევის მექანიზმები. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია პროპაგანდისა და კონსპირაციული თეორიების, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა თუ დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული საფრთხეების შესახებ. შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკული ჯგუფური დავალების ფარგლებში სხვადასხვა საკითხზე ემსჯელათ.