- ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის საქირიოს უბანში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 542 000 ლარია.
უწყების ცნობთ, უახლოეს პერიოდში ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება. კერძოდ – სოფელ ნოჩხონში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი.