მომდევნო დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

“თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.