- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 201 681 ლარს შეადგენს.
სკოლების რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან ლიპარტიასთან და ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარიასთან ერთად გაეცნენ.
საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
მომავალი წლიდან ნოჯიხევის და შუა ქვალონის სკოლები მოსწავლეებს, სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად ახორციელებს 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს და 2027 წლისთვის, ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.