- ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
უწყების ცნობით, გზაზე დაიგება ბეტონის საფარი, ამოიწმინდება სანიაღვრე არხები და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 282 400 ლარია.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს ხობის მუნიციპალიტეტის მერია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.