- ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხობელი ნუგზარ წურწუმია ერთ-ერთ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერია.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2020 წლის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ოთხი ქართველი ფალავანი წონის უპირობო ლიდერი გახდა. ნუგზარ წურწუმია 58 ქულით, 55 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერია.